ახალი ამბები

კორონავირუსის 3 840 შემთხვევა და 32 გარდაცვლილი — 2 მარტი

2 მარტი, 2022 • 683
კორონავირუსის 3 840 შემთხვევა და 32 გარდაცვლილი — 2 მარტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევა და 32 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის, 14 438 — ანტიგენის ტესტით და 5 637 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 24.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 19.67%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 16 231 პირი ემსხვერპლა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი — 1 743 შემთხვევა,
  • აჭარა — 167,
  • იმერეთი — 446,
  • ქვემო ქართლი — 192,
  • შიდა ქართლი — 256,
  • გურია — 153,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 296,
  • კახეთი — 390,
  • მცხეთა-მთიანეთი – 94,
  • სამცხე-ჯავახეთი — 63,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 40.

მასალების გადაბეჭდვის წესი