უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი იერმაკი CNN-თან აცხადებს, რომ რუსეთის ჯარების მიერ კიევის სატელევიზიოა ნძაზე თავდასხმისას ჭურვი ჰოლოკოსტის მემორიალსაც მოხვდა:

„პუტინს სურს, ჰოლოკოსტით მანიპულირება მოახდინოს სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის გასამართლებლად. სიმბოლურია, რომ მან კიევზე იერიში იმ ადგილით დაიწყო, სადაც ნაცისტებმა ყველაზე დიდი სისხლისღვრა მოაწყეს.

გვინდა შევახსენოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ კიევი, ხარკოვი, ხერსონი, მარიუპოლი და სხვა უკრაინული ქალაქები ბოლოს სწორედ ნაცისტური გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა. ახლა კი, ეს ქალაქები პუტინის ხელში იწვის, უკრაინელი ხალხის “დენაფიციკაციის” ცრუ საბაბით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გავრცელდა.

კიევის სატელევიზიო ანძის მიმდებარედ მომხდარ აფეთქებებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, კიევში, სატელევიოზიო ანძის მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს ანძის გვერდით მდებარე აპარატურის შენობას, სადაც ადამიანები მუშაობდნენ.

დროებით შეფერხებულია რამდენიმე არხის ტელემაუწყებლობა. მედიის ინფორმაციით, რუსები უტევენ უკრაინის დედაქალაქის საკომუნიკაციო ობიექტებს.