ახალი ამბები

ევროპული პერსპექტივა მოლდოვასაც უნდა შევთავაზოთ — ევროპარლამენტარი

1 მარტი, 2022 • 2624
ევროპული პერსპექტივა მოლდოვასაც უნდა შევთავაზოთ — ევროპარლამენტარი

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი ზიგფრიდ მურეშანი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რასაც ევროკავშირის უკრაინას სთავაზობს, მოლდოვასაც უნდა შესთავაზოს.

„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უსაფრთხო ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეზობელი ქვეყნები არიან უსაფრთხოდ და სტაბილურად. ამიტომაა, რომ უკრაინის დაცვა ნიშნავს ევროკავშირის დაცვას. როდესაც უკრაინელი ხალხი ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი პასუხია: დიახ, მოგესალმებათ! მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, უკრაინა ევროპას ეკუთვნის. მოლდოვის რესპუბლიკა ახლა საკვებით, თავშესაფირთ და დახმარებით უზრუნველყოფს 70 ათასზე მეტ უკრაინელს. მოლდოვის პროევროპული მთავრობა საფუძვლიანად ამტკიცებს, რომ იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას. ყველაფერს, რასაც ჩვენ უკრაინას ვთავაზობთ, მოლდოვასაც უნდა შევთავაზოთ“, — აცხადებს მურეშანი.

მისივე თქმით, სანქციები, რომელსაც ევროკავშირში პუტინს და რუსეთს უწესებს, თანაბრად უნდა გავრცელდეს ლუკაშენკოსა და ბელარუსზე.

28 თებერვალს უკრაინამ გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი