ახალი ამბები

რუმინეთი EU-სთან მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრაციასაც უჭერს მხარს — პრეზიდენტი

1 მარტი, 2022 • 756
რუმინეთი EU-სთან მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრაციასაც უჭერს მხარს — პრეზიდენტი

რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა “ტვიტერზე” დაწერა.

“რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ისევე როგორც მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან. ევროკავშირის ამ პარტნიორთა ადგილი არის ევროპულ ოჯახში, რუმინეთი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს”, — დასძენს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი