ახალი ამბები

საქართველოს EU-ში გაწევრიანების მოთხოვნით მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

28 თებერვალი, 2022 •
საქართველოს EU-ში გაწევრიანების მოთხოვნით მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, მოქალაქეები უკვე აგროვებენ ხელმოწერებს.

პეტიციის ავტორები თანდართულ ტექსტში წერენ, რომ როგორც უკრაინა, ასევე საქართველო მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან – „რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწა, წამოწყებული აქვს ომი ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ჰიბრიდული ომით წარსულშიც უცდია, შეეცვალა დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა“.

„საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და ევროპულ მისწრაფებებში უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროკავშირი და მისი წევრები უნდა მოექცნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს – უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ერთ განუყოფელ რეგიონს, რომელიც ერთი პრობლემის წინაშე დგანან, კერძოდ კი, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დადებითად უპასუხებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და უკრაინის მსგავსად, გაუღებს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას კარს“ .


უკრაინამ დღეს მიმართა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით დაუყოვნებელ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი