ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, აფხაზეთში ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

28 თებერვალი, 2022 • 8215
სოხუმის ცნობით, აფხაზეთში ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყების ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გეგმურ სწავლებასთან დაკავშირებით ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ ანუას განმარტებით, თავდაცვის უწყება გეგმურ ღონისძიებებს ატარებს, შესაბამისად, მისი განცხადებით, შეირაღებული ძალები გადაყვანილი არიან საგანგებო რეჟიმზე და მზად არიან დავალებების შესასრულებლად.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა სამხედრო წვრთნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზეც  გამართა.

ოფიციალური ინფორმაციით, იმიტირებულ სამხედრო მოქმედებებში ჩართული იყო რუსეთის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა ტიპის შეიარაღება.

რუსეთი მის სამხრეთ ოლქის არსებულ ბაზებზე [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე] სამხედრო წვრთნებს პერიოდულად ატარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი