ახალი ამბებიეკონომიკა

რუბლი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

28 თებერვალი, 2022 • 2944
რუბლი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი რეკორდული სისწრაფით უფასურდება.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთ დოლარად უკვე 106 რუბლის შეძენაა შესაძლებელი.

დღეს რუბლი უკვე 27.47 პროცენტით გაუფასურდა, თუმცა დღის განმავლობაში შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს, ან გამყარდეს.

რუსული ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ დაწესებული სანქციების შედეგია.

მათ შორის რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რეკორდულად, 10.5 ერთეულით გაზარდა. ამჟამად ეს განაკვეთი 20 პროცენტია.

დასავლეთმა გაყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვებიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი