რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი Gazeta.ru-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფასებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესების გამო.
„ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ხალხის პრაგმატიზმს. მათ ესმით, რომ მათი ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. რუსეთისთვის საქართველოს მიერ სანქციების დაწესება იგივეა, რაც საკუთარი თავისთვის შესაძლებლობების წართმევა“, – განაცხადა ზატულინმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
მისივე განცხადებით, სანქციებს შედეგი არ მოაქვს.
