ახალი ამბები

კუნძულ ზმეინის დამცველები ცოცხლები არიან – უკრაინის ფლოტი

28 თებერვალი, 2022 • 7639
კუნძულ ზმეინის დამცველები ცოცხლები არიან – უკრაინის ფლოტი

შავ ზღვაში მდებარე უკრაინული კუნძულის, ზმეინის დამცველები, რომელთა შესახებ ცნობილი იყო, რომ რუსულ გემთან დაპირისპირებაში დაიღუპნენ, ცოცხლები არიან.

ინფორმაციას უკრაინის ფლოტი ავრცელებს.

„ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები არიან, თუმცა რუსული პროპაგანდა ცდილობს „შეცვალოს“ ამბავი და ისე გამოიყვანოს, თითქოს უკრაინის ხელისუფლებას „დაავიწყდა“ ისინი“, – ნათქვამია უკრაინის ფლოტის განცხადებაში.

ფლოტის თანახმად, რუსულმა მხარემ ასევე უკანონოდ დააკავა ჰუმანიტარული მისია, რომელიც კუნძულზე გაიგზავნა. დაკავებულებს შორის არის მღვდელიც. უკრაინული მხარე მოწინააღმდეგეს უკანონოდ დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

აქამდე ითვლებოდა, რომ ზმეინის 13 დამცველი რუსულ ხომალდთან დაპირისპირებას შეეწირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი