საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა საკუთარი გავლენები მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვაზე გაზარდოს და მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდეს.
ბორელის თქმით, ევროკავშირს აღელვებს, რა მოხდება მთელ რეგიონში და ახლა გადამწყვეტია, აჩვენოს სტრატეგიული და გლობალური ლიდერობა:
„ჩვენ გვაღელვებს, რა მოხდება მთელ რეგიონში. ვშიშობთ, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება და შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მოლდოვასა და საქართველოში გავლენის მოსახდენად, რასაც აისახება დასავლეთ ბალკანეთზე. შესაბამისად, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა მოხდება იქ. ვგეგმავ მოლდოვაში ვიზიტს, როგორც უკრაინას ვეწვიე.
ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორ აისახება ეს კრიზისი დასავლეთ ბალკანეთზე და ვიხილოთ, როგორია ბალკანეთის ქვეყნების, ევროკავშირის წვრობის კანდიდატების პოზიციები ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართ. ეს გადამწყვეტი მომენტია, ვაჩვენოთ სტრატეგიული და გლობალური ლიდერობა, ვიმოქმედოთ ერთიანად და სწრაფად“, – აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]