ახალი ამბები

ვრცელდება კიევისკენ მიმავალი ასობით რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტო

28 თებერვალი, 2022 • 6436
ვრცელდება კიევისკენ მიმავალი ასობით რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტო

საინფორმაციო სააგენტო Reuters სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც ასახული კიევისკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონა.

როგორც გამოცემა წერს, ფოტოები დღეს არის გადაღებული კერძო ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ის მიერ კიევიდან დაახლოებით 64 კილომეტრში და მასზე ასობით სამხედრო ტექნიკაა ასახული, რომელიც 5 კილომეტრს იკავებს.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი