ახალი ამბები

რუსეთის წარმომადგენელმა ბოდიში მოიხადა უკრაინაში ომისთვის UN-ის დახურულ კონფერენციაზე

27 თებერვალი, 2022 •
რუსეთის წარმომადგენელმა ბოდიში მოიხადა უკრაინაში ომისთვის UN-ის დახურულ კონფერენციაზე

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლეგ ანისიმოვმა ბოდიში მოიხადა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AFP სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში, კლიმატის ცვლილებების საკითხზე მიმდინარეობდა და ის გარეშე პირთათვის დახურული იყო. აღნიშნულ შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენელმა ემოციურად ისაუბრა თავის ქვეყანაში მიმდინარე ომზე, რომელიც რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო.

„ნება მომეცით, მოვიბოდიშო იმისთვის, რათა რუსეთმა ვერ შეძლო ამ კონფლიქტის თავიდან არიდება“, — AFP-ის ცნობით, თქვა შეხვედრაზე ანისიმოვმა.

კლიმატის ცვლილების საკითხებზე მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) შეხვედრაზე უზრუნველყოფს სინქრონულ თარგმანს ინგლისურად. როგორც სააგენტო AFP იტყობინება, მას არ ჰქონდა წვდომა რუსეთის წარმომადგენლის ორიგინალ, რუსულ ენაზე გაკეთებულ განცხადებაზე.

ოლეგ ანისიმოვი არის პროფესორი სანქტ-პეტერბურგის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი