უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ყოველდღიურად იმართება აქცია უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად.
„პუტინი მკვლელია!“ „პუტინი ტეროტისტია!“ „დაასრულე ომი, სანამ ის დაგასრულებს შენ!“ — ადამიანები ამ და სხვა შინაარსის პლაკატებით თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 27 თებერვალსაც შეიკრიბნენ. სხვა აქციების მსგავსად, რუსეთის ზოგიერთმა მოქალაქემ თავისი პასპორტი დაწვა და თქვა, რომ ცხვენია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის.