ახალი ამბები

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერა

27 თებერვალი, 2022 • 1145
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის წოდება შეუჩერა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილება ერთ-ერთია იმ სპორტული სანქციებიდან, რომელიც რუსეთს განხორციელებული აგრესიის გამო დაუწესეს.

მანამდე, ფორმულა 1-ის ტურნირი, რომელიც სოჭში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ასევე რუსეთში აღარ ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის ფინალიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი