ფინეთი და ირლანდია შეუერთდნენ იმ ქვეყანათა რიგ, რომელთაც რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიიღეს.

ჯერ-ჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი თუ როდიდან ამოქმედდება შეზღუდვები.

ფინეთი რუსეთის უშუალო მეზობელია, ეს შეზღუდვა კი რუსულ თვითმფრინავებს ქვეყანაში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან გაართულებს.

გარდა ფინეთისა და ირლანდიისა, საჰაერო სივრცე ჩაკეტა ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

საპასუხოდ, მოსკოვმაც აუკრძალა ზოგიერთ ქვეყანას მისი საჰაერო სივრცის გამოყენება.