სუმის ოლქი გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ ქალაქ ახტირკაში ბოლო 24 საათში დაბომბვებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი 7 წლის გოგოა.
ამასთანავე დაშავდა 55 ადამიანი.
როგორც გუბერნატორი იუწყება, ახტირკას დაბომბვის ქვეშ მოხვდა საბავშვო ბაღიც, რა დროსაც ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა. მათ შორის, ერთ, 7 წლის გოგო გარდაიცვალა, მეორე კი ჯერ კიდევ იმყოფება საავადმყოფოში.
მთავარი ფოტო: ტანკი სუმის ოლქში
მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ომის მესამე დღეს ბრძოლები მიმდინარეობდა იქ, სადაც ისინი დაიწყო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტრის შეჩერებას ახერხებენ და მათ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.