ახალი ამბები

გაერო: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა

27 თებერვალი, 2022 • 1135
გაერო: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სულ მცირე 64 სამოქალაქო პირებში დაიღუპა.

გაეროს ადამიანის უფლებების კომისრის განცხადებით, ჯამში დაშავდა ან დაიღუპა სულ მცირე 240 სამოქალაქო პირი და აღნიშნავს, რომ რეალური რიცხვები შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, დაზიანდა სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასმელ წყალზე და ელექტროენერგიაზე წვდომის გარეშე დარჩა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 160 000 უკრაინელს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

მე-3 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი