ახალი ამბები

Starlink სერვისი უკრაინაში გააქტიურებულია — მასკი

27 თებერვალი, 2022 • 1267
Starlink სერვისი უკრაინაში გააქტიურებულია — მასკი

„Starlink-ის სერვისი ახლა აქტიურია უკრაინაში. მეტი ტერმინალები გზაშია“, — აცხადებს Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი.

ასე უპასუხა მასკმა Twitter-ზე უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის თხოვნას.

„სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას, რუსეთი ცდილობს უკრაინის ოკუპაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას ესხმიან. გთხოვთ, მიაწოდოთ უკრაინას Starlink-ის სერვისების და მიმართოთ გონიერ რუსებს, ხმა აიმაღლონ“, — დაწერა მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა.

Starlink არის სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, რომელიც შემუშავებულია ელონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ. ის იყენებს დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვან ინტერნეტი მთელს მსოფლიოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი