ახალი ამბები

რისი გაკეთება შეუძლიათ სამოქალაქო პირებს მტრის წინააღმდეგ – უკრაინის ინსტრუქცია

26 თებერვალი, 2022 •
რისი გაკეთება შეუძლიათ სამოქალაქო პირებს მტრის წინააღმდეგ – უკრაინის ინსტრუქცია

უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ინსტრუქციას, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სამოქალაქო პირებს იმისათვის, რომ არმიას ოკუპანტთან ბრძოლაში დაეხმარონ. ნეტგაზეთი მის თარგმანს გთავაზობთ:

  • თუ ტანკების კოლონას დაინახავთ, შემდეგ მათ აუცილებლად მოჰყვება საწვავის გადამზიდი სატვირთოების კოლონა. უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ მათ [სატვირთოებმა] ვერ გაიარონ. უნდა დაიბლოკოს გზა, მოჭრილი ხეებით და ღობეებით. არ არსებობს საწვავი, არ არსებობს ტექნიკა.
  • თუ შეამჩნევთ, რომ კოლონა ტყეში შევიდა, მოჭერით ხეები [ჩასახერგად].
  • თუ იცით, რომ მტერი ტყეში შეჩერდა და 100%-ით დარწმუნებული ხართ, რომ ის ნამდვილად მტერია, არ მოგერიდოთ, დაწვით ტყე.
  • ვისაც ესკალატორი ჰყავს, გათხარეთ გზა, რომ მტერმა მისი გავლა ვერ შეძლოს. ნუ დაელოდებით, რომ ამას სხვა გააკეთებს თქვენ ნაცვლად.
  • ვისაც აქვს იარაღი ოპტიკური სამიზნით, ესროლეთ ბორბლებში შორი დისტანციიდან, ეს ტრანსპორტს შეაჩერებს. შემდეგ – სიტუაციიდან გამომდინარე.
  • მოხსენით ლოკაციების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები, თქვენ ორიენტირება შეგიძლიათ, მტერს – არა. თუ გკითხავენ, სად ვართ ჩვენ, გამოიყენეთ ფანტაზია და მოატყუეთ მტერს.
  • ნიშნები, რომელსაც დივერსანტები ტოვებენ შენობებზე, უნდა განადგურდეს გუდრონით.
  • თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ მტერი გზაშია, დაწვით საბურავები, შავი კვამლი მტერს შეცდომაში შეიყვანს, რომ დასახლებული პუნქტი უკვე დაბომბილია. ეს ცოტა დროს მოგვაგებინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი