ახალი ამბები

კახეთში უკრაინაში გასაგზავნად ჩურჩხელებს აგროვებენ

26 თებერვალი, 2022 • 1772
კახეთში უკრაინაში გასაგზავნად ჩურჩხელებს აგროვებენ

„კახეთის ხმამ“ უკრაინაში გასაგზავნად ჩურჩხელების შეგროვება დაიწყო.

„შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის!“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებში შეგროვებულ ჩურჩხელებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ უკრაინელ ოჯახებს გაუგზავნიან.

„საქართველოს გმირულ ისტორიაში ბევრჯერ იყო ურთულესი დღეები. ისტორიის მაგალითები მტერთან ბროლის არაერთ ლეგენდას ინახავს, თუმცა საქართველოს მეციხოვნე კახეთი, რომელიც ოდითგან იცავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საოცარ ისტორიებს ინახავს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდნენ მტრის პირისპირ დარჩენილი ადამიანები მებრძოლებსა და გაჭირვებულებს!

სწორედ ამიტომ, საქართველოში კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა დღეს განსაცდელშია. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ათასობით ადამიანი, ქალები და ბავშვები თავს აფარებენ რუსეთის აგრესიას! იბომბება სახლები და სამოქალაქო ობიექტები! დღეს, როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ისტორიისა და მემკვიდრეობის გაზიარება ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ხალხისათვის! შევაგროვოთ და გავუგზავნოთ თითო ჩურჩხელა უკრაინულ ოჯახებს, რათა მიიღონ კახური მიწის მადლით შექმნილი ღვთაებრივი, კალორიული და სასარგებლო ჩუჩხელა“, – აცხადევს „კახეთის ხმა“.

მათ, ვისაც სურვილი აქვთ, რომ უკრაინელენს ჩურჩხელა და ჩირეული გაუგაზვნოს, შეუძლიათ „კახეთის ხმას“ დაუკავშირდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი