ლატვიური ავიაკომპანია airBaltic აცხადებს, რომ გაზრდილი რისკისა და მოსალოდნელი შეზღუდვების გამო აჩერებს ყველა ფრენას რუსეთის მიმართულებით და პირიქით. ფრენები შეჩერებული იქნება 26 თებერვლიდან 26 მარტამდე.
“მგზავრების და თანამშრომლების უსაფრთხოება და დაცულობა airBaltic-ისთვის მთავარი პრიორიტეტია. airBaltic ყოველი ფრენის წინ აფასებს არსებულ ვითარებას და ახლო კონტაქტში რჩება ეროვნულ და საერთაშორისო ხელისუფლებებთან. ავიაკომპანია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს თავისი ფრენის განრიგი”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია მიმართავს მგზავრებს, ვისაც აღნიშნული ცვლილება ეხება, რომ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს, ისინი საჭიროებისამებრ დაუბრუნებენ თანხას მომხარებლებს, ან შესთავაზებენ სხვა ალტერნატივას.