ახალი ამბები

ასობით რუსი ექიმი პუტინს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

26 თებერვალი, 2022 •
ასობით რუსი ექიმი პუტინს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ასობით რუსი სამედიცინო მუშაკი, – ექიმები, ექთნები და ა.შ., – პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე.

„ჩვენ, რუსი ექიმები, ექთნები და პარამედიკოსები, ძლიერ ვეწინააღმდეგებით რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს. ჩვენ არ ვეძებთ დამნაშავეს და არავის განსვჯით. ჩვენი მისიაა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა. ძნელი წარმოსადგენია ექიმობაზე უფრო ჰუმანური პროფესია. ახლა კი, ორივე ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ გამოვდივარ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები და ყველა პოლიტიკური საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყდეს“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს უკვე 900-ზე მეტი ადამიანი აწერს.

„ჩვენი ნათესავები, მეგობრები, პაციენტები და კოლეგები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომელსაც თავს ესხმიან. არ არსებობს ერთი ადამიანიც კი მათ შორის, რომელიც რაიმე სარგებელს ნახავს მიმდინარე სისხლისღვრისგან. ჩვენ არ შეგვიძლია, მოშორებით ვიყოთ იმ ტკივილისა და ტანჯვისაგან, რაც ყოველ წუთს იზრდება“, – წერია ღია წერილში.

ამასთან, 80-ზე მეტი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი