ახალი ამბები

80-ზე მეტი რუსული NGO პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

26 თებერვალი, 2022 • 893
80-ზე მეტი რუსული NGO პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

80-ზე მეტი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გამოვდვართ სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე“, – წერია მოკლე განცხადებაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 86 ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს.

„მთელი ჩვენი მუშაობის არსი არის ადამიანის ღირსებისთვის ბრძოლა, მათი სიცოცხლის გადარჩენა. ომი  არის შეუთავსებეული სიცოცხლესთან, ღირსებასთან… ეს არის ჰუმანიტარული კატასფროფა, რომელიც ამრავლებს ტკივილსა და განსაცდელს“, – ამბობენ ორგანიზაციები.

არასამთავრობოების განცხადების შესახებ ინფორმაციას რუსული Новая газета“ ავრცელებს.


მე-3 დღეა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია.

ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა 26 თებერვლის ღამეს, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

გარეკანის ფოტო: Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი