ახალი ამბები

ქალაქ ვასილკოვში ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდა – ქალაქის მერი

26 თებერვალი, 2022 • 1381
ქალაქ ვასილკოვში ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდა – ქალაქის მერი

კიევის რეგიონში მდებარე ქალაქ ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით.

ნატალია ბალასინოვიჩის განცხადებით, ვასილკოვის სამხედრო ნაწილებსა და აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ დაიწყო. ქალაქში ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა უკრაინამ თავდასხმის მოგერიება შეძლო. აღნიშნულის შესახებ ცნობა უკრაინის დროით 07:00 საათისთვის გავრცელდა:

“შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვში უკვე სიმშვიდეა და ჩვენი საშინელი ღამე დასასრულს უახლოვდება”, – განაცხადა მერმა უკრაინულ გამოცემა TSN-თან.


უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია. ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
    • შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის,აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა 26 თებერვლის ღამეს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს EU-ს წევრი – პოლონეთის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი