რუსეთმა ვეტო დაადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში მის შეჭრას გმობდა.
რეზოლუციის სასარგებლოდ 11-მა სუბიექტმა მისცა ხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა, 3-მა, მათ შორის, ჩინეთმა — თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან.
მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
ვრცელდება ცნობები აფეთქებებზე კიევში, მძიმე ბრძოლებზე მის გარშემო