ახალი ამბები

აშშ ზელენსკის ევაკუაციისთვის მზადაა, თუმცა ის ამ დრომდე უარს ამბობს წასვლაზე — WP

26 თებერვალი, 2022 • 2193
აშშ ზელენსკის ევაკუაციისთვის მზადაა, თუმცა ის ამ დრომდე უარს ამბობს წასვლაზე — WP

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მზადაა, დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტს კიევის დატოვებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი დატყვევება ან მკვლელობა. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, “პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობს წასვლაზე”.

არაერთი ცნობის თანახმად, უკრაინის დედაქალაქ კიევის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. იტყობინებიან რთულ ვითარებაზე კიევის შიგნითაც.

25 თებერვლის ღამით ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და მძიმე ღამის შესახებ გააფრთხილა. 1 დღით ადრე, 25 თებერვალს, მან უკრაინელებს უთხრა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ”  N1 სამიზნეა, მისი ოჯახი კი — N2.

მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი