უკრაინა  და რუსეთი მოლაპარაკებების ადგილსა და თარიღზე მსჯელობენ. ინფორმაციას Reuters უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანვე თქვა, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობასა და ცეცხლის შესაძლო შეწყვეტაზე სასაუბროდ.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად: