ახალი ამბები

კიევის მე-6 თესის სიახლოვეს 5 აფეთქება დაფიქსირდა – კლიჩკო

25 თებერვალი, 2022 •
კიევის მე-6 თესის სიახლოვეს 5 აფეთქება დაფიქსირდა – კლიჩკო

განახლება

უკრაინული Unian-ის თანახმად, ადგილზე მისულმა მაშველებმა არ დაადასტურეს აფეთქების ფაქტი. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის მე-6 თბოელექტროსადგურის სიახლოვეს 3-5 წუთის ინტერვალში 5 აფეთქება დაფიქსირდა.

თესი კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და უკრაინაში მსგავსი ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ის უკრაინას, მათ შორის კიევს, ელექტროენერგიით ამარაგებს.

კლიჩკოს განცხადებით, დეტალები დგინდება.

მანამდე უკრაინის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი თავდაცვის ფაზაზე გადადის.

რუსეთი კიევის დაკავებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი