ახალი ამბები

დამარწმუნეს, რომ იტალია რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს – კულება

25 თებერვალი, 2022 • 1367
დამარწმუნეს, რომ იტალია რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნა, რომ იტალია რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს.

კულებას თქმით, ახლა უკრაინა დიპლომატიურ ფრონტზე აქტიურ შეტევას ახორციელებს.

„ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, იტალიური დიპლომატიის ხელმძღვანელმა ლუიჯი დი მაიომ, ტელეფონით დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას. იტალიის სრული სოლიდარობა უკრაინას.
ერთმა მეგობარმა ქვეყანამ, რომლის სახელი ჯერ არ გამიცხადებია, გადაწყვიტა, უკრაინისთვის მიეწოდებინა მრავალი საბრძოლო მასალა, ნაღმტყორცნები და რაკეტები გრადებისთვის ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად“, – აცხადებს კულება.

მისივე თქმით, უკრაინას ემახსოვრება ყველა ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნესი, ადამიანი, ვინც ამ კრიტიკულ მომენტში გვერდში დაუდგა უკრაინელებს.


მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდებაცაა.

როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და უპრეცედენტო ნაბიჯად ფასდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის წინააღმდეგ.

რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი