კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქი გადავიდა „თავდაცვით ფაზაში“.

„სროლები და აფეთქებები ისმის ჩვენს ზოგიეთ სამეზობლოში. დივერსანტები უკვე შემოვიდნენ კიევში. მტერს სურს, ქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და დაგვანგრიოს“, – განაცხადა მან.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რუსი დივერსანტების კიევში გადაადგილება. ასევე კადრები, სადაც უკვე განადგურებული რუსული ტექნიკაა ნაჩვენები.

რუსეთი უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევასა და დაკავებას ცდილობს.