ახალი ამბები

„დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება“ — ლუკ კოფი

25 თებერვალი, 2022 •
„დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება“ — ლუკ კოფი

ამერიკელი ანალიტიკოსი, Heritage Foundation-ის დირექტორი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლავე უნდა დაიწყოს საქართველოს შეიარაღება, რათა შემდეგ გვიანი არ აღმოჩნდეს.

„ახლა დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება და არ ველოდოთ დროს, როცა უკრაინის მსგავსად, რუსეთის საქართველოში (მორიგ) შეჭრამდე რამდენიმე კვირა იქნება დარჩენილი“, — წერს ტვიტერზე ლუკ კოფი.

რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. გარდა ამისა, განადგურებულია არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი.

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო კიევის დაბომბვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი