ახალი ამბები

კრემლის და სახელმწიფო დუმის საიტები შეფერხებით მუშაობს

24 თებერვალი, 2022 • 1149
კრემლის და სახელმწიფო დუმის საიტები შეფერხებით მუშაობს

რუსეთის ოფიციალური უწყებების საიტების ნაწილი გათიშულია ან შეფერხებით მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ Independent ავრცელებს.

საიტებს  შორის, რომელზე შესვლაც ამ წუთისთვის შეუძლებელია (21:00 საათი), არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო დუმის ვებგვერდები.

დღეს, 24 თებერვალს გამთენიისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის ხელისუფლების ვებ-გვერდებზე, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სამხედრო ოპერაციის დაწყების პარალელურად, კიბერ-შეტევა განხორციელდა.

შეტევა განხორციელდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სხვა სამინისტროების ვებ-გვერდებზე. შედეგად, ვებ-გვერდების ნაწილი შეფერხებებით მუშაობს, ნაწილი კი ხელმიუწვდომელია.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ ვინ დგას კიბერ-შეტევების უკან, თუმცა წარსულში მსგავსი თავდასხმები განხორციელდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ქართულ ვებ-გვერდებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი