ახალი ამბები

საქველმოქმედო კამპანია დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალების მხარდასაჭერად

24 თებერვალი, 2022 •
საქველმოქმედო კამპანია დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალების მხარდასაჭერად

3 თვის წინ დაფუძნებულმა დამოუკიდებელმა, ინგლისურენოვანმა უკრაინულმა მედიასაშუალება The Kyiv Independent-მა საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო შემოსავლის მისაღებად.

მას, ვისაც სურს მცირე ზომის, დამოუკიდებელ უკრაინულ მედიასაშუალებას დაეხმაროს, შეუძლია ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხოს ქველმოქმედების მისაღებად განკუთვნილი პლატფორმის, gofundme-ს საშუალებით.

the Kyiv Independent ჩამოაყალიბეს იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც ჯერ კიდევ თვეების წინ ინგლისურენოვან უკრაინულ გამოცემა the Kyiv Post-ში მუშაობდნენ. იმის გამო, რომ ისინი არ დაემორჩილნენ ოლიგარქი მფლობელის მხრიდან წამოსულ ცენზურას, დამფუძნებელმა მედიასაშუალება დროებით დახურა და სარედაქციო გუნდი სამსახურიდან გაათავისუფლა.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება ამ რთულ და არაგანჭვრეტად გარემოში. კიბერთავდასხმების, დაბომბვისა და სახმელეთო შემოჭრის ფონზე რთულია განჭვრიტო, რა ვითარებას მოიტანს შემდგომი დღეები და რა დაგვჭირდება მასთან გასამკლავებლად.

ეს ყველაფერი უდიდესი გამოცდაა 3 თვის წინ დაფუძნებული მედიისთვის, მაგრამ ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის დაძლევა”, — აცხადებს the Kyiv Independent-ის გუნდი.

საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორია the Kyiv Independent-ის მთავარი ფინანსისტი იაკუბ პარუსინსკ.

მსურველებს შეგიძლიათ გახდეთ აღნიშნული მედიასაშუალების გამომწერი და მიიღოთ მიუკერძოებელი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი