ახალი ამბები

ბელგია ევროკავშირს რუსებისთვის ვიზების აკრძალვის ინიციატივით მიმართავს

24 თებერვალი, 2022 •
ბელგია ევროკავშირს რუსებისთვის ვიზების აკრძალვის ინიციატივით მიმართავს

ბელგია ევროკავშირს მიმართავს და სთხოვს შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა, მათ შორის, სტუდენტებზე, დასაქმებულებსა და ტურისტებზე. ინფორმაციას ბელგიის ლტლოვილთა მინისტრზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. 

„რუსეთის უტიფარი თავდასხმა გვაიძულებს სიფრთხილით მოვეკიდოთ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბელგიაში ჩამოსვლა უნდათ.

ამ მომენტისთვის რუსეთის მოქალაქეები არ არიან სასურველი სტუმრები აქ და ზოგადად, რუსეთის მიმართ ვიზების აკრძალვა არ უნდა იყოს ტაბუ “, – განაცხადა მინისტრმა სემი მეჰდიმ.

გამოცემა წერს, რომ ამ მომენტისთვის ბელგიის პრემიერ-მინისტრს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.


დღეს დილით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი