ახალი ამბები

ამ დროისთვის ჩამოვაგდეთ 6 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი – უკრაინა

24 თებერვალი, 2022 • 1180
ამ დროისთვის ჩამოვაგდეთ 6 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, აგრესიის დაწყების მომენტიდან ჩამოგდებულია 6 რუსული თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.

უწყების ცნობით, ასევე განადგურებულია 2 ტანკი და დაღუპულია დაახლოებით 50 რუსი ჯარისკაცი.

რუსეთი უარყოფს თვითმფრინავების ჩამოგდების ფაქტს და აცხადებს, რომ გაანეიტრალა უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემები.

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 24 თებერვალს, გამთენიისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი