ახალი ამბები

ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება – ზარქუა

24 თებერვალი, 2022 • 926
ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება – ზარქუა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ 27 თებერვალს თბილისში დაგეგმილი საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი, სავარაუდოდ, აღარ ჩატარდება.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში თამაშის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

“მე მგონია, რომ ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ზარქუამ.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი