ახალი ამბები

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია – ზალკალიანი

24 თებერვალი, 2022 • 736
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტვიტერის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია მიუღებელია.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ ვითარების დეესკალაცია“, – ნათქვამია ზალკალიანის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესია 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება კი 12:27 წუთზე გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი