უკრაინის სახმელეთო ჯარების ცნობით, რუსული აგრესიის დაწყებიდან გაანადგურეს 2 რუსული ტანკი და დამატებით სამხედრო ტექნიკა.
მანამდე უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოაგდეს 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.
რუსული ძალები თავს ესხმიან ქვეყანაში განლაგებულ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, აეროპორტებს.
პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დღეს დაიწყო.
