ახალი ამბები

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებენ

23 თებერვალი, 2022 • 905
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებენ

უკრაინის უსაფრთხოების საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. როგორც UNIAN წერს, საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის რადამ უნდა მიიღოს.

საბჭოზე აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად დაწესდება სხვადასხვა შეზღუდვაც იმისდა მიხედვით, თუ რა საფრთხისა და საჭიროების წინაშე იქნება ესა თუ ის რეგიონი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები, რუსული ჯარი კი უკრაინის ამ სეპარატისტულ რეგიონებში „სამშვიდობო მისიით“ გაგზავნა.

ამ ნაბიჯის პასუხად შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა რუსულ კომპანიებს, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი