ლაგოდეხში, სოფელ კაბალის ყოფილი რწმუნებულის და ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 229-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და აფეთქებას გულისხმობს.
სოფელ კაბალში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხელყუმაბარა გასულ წელსაც შეაგდეს. შემთხვევის შედეგად მაშინაც არავინ დაშავებულა. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.