შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მასხულიაზე ძალადობის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი გულისხმობს. ეს მუხლი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, უწყება ამბობს, რომ ამა წლის 21 თებერვალს, ერთ-ერთ ბარში ბრალდებულებმა დაზარალებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ინფორმაციითვე, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
21 თებერვალს მასხულიამ ფეისბუკზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ დაესხნენ თავს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში და ფოტოებში ჩანს, რომ მასხულიას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
მთავარი ფოტო: მასხულიას პირადი ფეისბუკ გვერდი