ახალი ამბები

საქართველოში ტურისტულად შემოსვლას ყველა ქვეყნის მოქალაქე შეძლებს

22 თებერვალი, 2022 • 1044
საქართველოში ტურისტულად შემოსვლას ყველა ქვეყნის მოქალაქე შეძლებს

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მორიგი შემსუბუქების გადაწყვეტილება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 თებერვალს განაცხადა, რომ პირველი მარტიდან საქართველოში მოქმედ რეგულაციებში შემდეგი ცვლილებები შედის:

  • „საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო მხოლოდ 67 ქვეყნით, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექნება PCR ტესტი.
    • შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში შემოდის ორი პირობით: იქნება ვაქცინირებული და ექნება პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი“.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს: ამ დროისთვის ისინი ასევე შემოდიან საქართველოში ან უარყოფითი პისიარ ტესტის, ან ვაქცინირების საფუძველზე, ხოლო თუ არცერთ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ, უწევთ 8-დღიანი თვითიზოლაცია.

ახალი გადაწყვეტილებით, ასეთ შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადა მცირდება 5 დღემდე.

ამასთან, „საქართველოს მოქალაქე როცა შემოდის ქვეყნაში, თუ მას აქვს პისიარ ტესტი, ეხსნება მესამე დღეს პისიარ ტესტის გაკეთების ვალდებულება“.

ამასთან, „გაუქმდება ის აპლიკაციები, რაც საჭირო იყო, ზემოხსენებული 67 ქვეყნიდან თუ არ შემოდიოდა პიროვნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცემოდა – ბიზნესაპლიკაცია, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაცია“, – განაცახდა ღიბრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი