ახალი ამბები

დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს

21 თებერვალი, 2022 • 8447
დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს

დიზაინერ გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ მასხულიამ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

როგორც ფეისბუკ ჩართვაში მასხულია ჰყვება, გუშინ ღამით თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

მასხულია პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საავადმყოფოში გადაყვანაც დასჭირდა.

მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი