ახალი ამბები

თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფების თავდასხმების ვიდეოებზე გამოძიება დაიწყო

20 თებერვალი, 2022 • 2551
თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფების თავდასხმების ვიდეოებზე გამოძიება დაიწყო

ფეისბუკზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ მოქალაქეებზე თბილისში, მათ შორის, სავარაუდოდ, არიან არასრულწლოვანებიც.

აღნიშნულ ვიდეოებს ერთ-ერთი ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. ამ გვერდზე თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ვიდეოები, უმეტესობას ერთნაირი თემატიკა აქვს – თუ როგორ ძალადობენ სხვადასხვა დაჯგუფებები „ანტიფაშისტებზე“.

საქართველოდან ატვირთული ვიდეოს ავტორები თავს „სკინჰედებად“ და „ნეონაცისტებად“ მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ვიდეო დედაენის ბაღშია გადაღებული.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი