ახალი ამბები

ცოდოა… სიბრალულს იწვევს – მეზვრიშვილი კობახიძეზე

18 თებერვალი, 2022 • 1502
ცოდოა… სიბრალულს იწვევს – მეზვრიშვილი კობახიძეზე

“გულწრფელად გეტყვით, ცოდოა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ეს მისი არჩევანია”, – ასე ეხმაურება პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელიც გიორგი გახარიას წინააღმდეგ ახალ ბრალდებებს აანონსებს.

მეზვრიშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერის საუბარი ჭორაობას შეადარა, რომლის მიზანიც ქვეყნაში არსებული პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაა. მისი თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა და ამ პერიოდში მმართველმა პარტიამ მოახერხა და არერთი მიმართულებით შექმნა პრობლემა და კრიზისი.

“ის დაკარგულია მათ მიერვე გამოგონილ ჭორებში. ერთი დღე ერთს ლაპარაკობს, მეორე დღე- მეორეს. პრაქტიკულად, სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ეს იწვევს სიბრალულს, თუმცა ეს მისი არჩევანია”, – განაცხადა მეზვრიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „პოლიტიკურ განცხადებას“ აანონსებს.

მისი თქმით, გახარიას დიდხანს ლოდინი არ მოუწევს და „გარკვეული უხერხულობის“ მოხსნის შემდეგ მმართველი პარტია განცხადებას გააკეთებს.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და არა სამართლებრივი პროცესის დაწყება.

“დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი” – კობახიძე გახარიაზე ცნობებს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი