ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

5 ათასმა ადამიანმა 2021 წელს უკანონოდ გადაკვეთა ენგური – სოხუმი

17 თებერვალი, 2022 • 2022
5 ათასმა ადამიანმა 2021 წელს უკანონოდ გადაკვეთა ენგური – სოხუმი

აფხაზური მხარის მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთში რუსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ენგურზე  “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ან “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” ბრალდებით 5000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულ მოქალაქეებს, როგორც აფხაზური მხარე იუწყება, აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრათ, 10 შემთხვევაში კი – სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არა უსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი