თბილისის აერპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის მიმართულებით ავიაკომპანია Condor Airlines იფრენს.
გერმანული ავიაკომპანია Condor ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის რეისების შესრულებას 1 მაისიდან დაიწყებს. რესიები კვირაში 2 ჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შესრულება. აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
ავიაკომპანია მგზავრებს ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.
Condor 1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა, ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa (მიუნხენი) და Eurowings (დუსელდროფი, ივლისიდან შტუტგარტი) ასრულებს, ზაფხულის სეზონზე ბერლინის მიმართულებით ფრენების განახლებას Georgian Airways-იც გეგმავს.
