ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა, დაიღუპა 55 პაციენტი – 16 თებერვალი

16 თებერვალი, 2022 •
გამოვლინდა კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა, დაიღუპა 55 პაციენტი – 16 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 50 058 ტესტით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 30.59% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 15 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების განაწილება ასეთია:

  • თბილისი 7 055;
  • აჭარა – 960;
  • იმერეთი – 2 233;
  • ქვემო ქართლი – 907;
  • შიდა ქართლი – 834;
  • გურია – 470;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 131;
  • კახეთი – 1 118;
  • მცხეთა-მთიანეთი – 286;
  • სამცხე-ჯავახეთი – 235;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 86.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 180 385, საიდანაც 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 382, აჭარაში – 696, იმერეთში – 1 193.

ამ ეტაპზე მძიმეა 1 309 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის თბილისში – 480, აჭარაში – 150, იმერეთში – 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 40, იმერეთში – 28.

მასალების გადაბეჭდვის წესი