დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარი გახდა. დღევანდელი კურსით, დოლარის ღირებულება 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 5.89 თეთრით გაუფასურდა.
7.54 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთანაც. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსის მიხედვით, რომელიც ხვალ შევა ძალაში, 1 ევრო 3.4348 ლარი ეღირება მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3594 ლარია.