ახალი ამბები

თბილისში, მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, ერთი გარდაიცვალა

15 თებერვალი, 2022 • 1422
თბილისში, მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, ერთი გარდაიცვალა

თბილისში, მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანა, მეორე კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიყვანისას დაიღუპა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე იყო, მას გული ჰქონდა გაჩერებული და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მყოფ მუშას, მას ამჟამად კვლევები უტარდება. როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს. პირველი ეტაპისთვის დიაგნოსტირებულია თავის ტვინის შერყევა და მაჯის ძვლის მოტეხილობა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი